საქართველოს თავისუფალი სტილით 15-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ახალგაზრდები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ .
კონტინენტის გამარჯვებულები გიგი პაქსაძე (38 კგ), ერეკლე თავბერიძე (57 კგ) და ლუკა მარტიაშვილი (75 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი დავით შავაძე (44 კგ) და გიორგი ქვარცხავა (52 კგ) დაეუფლნენ.