logo_geo
eng_logo
ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა
- +

5 სექტემბერი. 2016. 17:43


 

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ავთანდილ ბერიძესთან ერთად „გმირთა ხეივანში" საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და ახლობლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.



ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქალაქში, ჩვენი დროის გმირის, ჟიული შარტავას მემორიალის გახსნა. ეს ის ადამნია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.



ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ არ დატოვა ქალაქი. ქალაქში შეჭრილმა აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. ჟიული შარტავა დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.



ჟიული შარტავას მემორიალის ავტორია გიორგი შხვაცაბაია. მემორიალის პროექტი მომზადებულია ქალაქ ბათუმის მერიის დაკვეთით და მისი ღირებულება 62530,39 ლარს შეადგენს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner