logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი: 2008 წელს დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო. რუსეთის ნავიგაციის ვალები იყო დარჩენილი. არ გვქონდა თანხები, მაგრამ მომიწია კრედიტის აღება, იმიტომ რომ იქით კეზერაშვილი, იქით ვანო - მეტი გზა არ დაგვიტოვეს
- +

9 ივლისი. 2023. 21:02

 

 

„იმედის კვირა“ თამაზ გაიაშვილს და საქართველოს ავიახაზების თანამშრომლებს შეხვდა. მათ გაიხსენეს რა გზა გაიარა ქართულმა ავიაკომპანიამ და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი.

 

გაიაშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები თბილის შესასვლელებთან იდგნენ, როგორ სთხოვდნენ მას ბილეთებს ქვეყნიდან გასაქცევად ისინი, ვინც ახლა ეკონომიკურ-ტურისტული და სოციალური მიზნებით მოსკოვში საქართველოს ავიახაზების რეისებს აკრიტიკებენ.

 

„შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანების გვარებს. თავის გულში ჩაიხედონ. ენას რომ ატლიკინებენ, ჯობია ქვეყნის ირგვლივ გაერთიანდნენ“, - ამბობს გაიაშვილი.

 

მან ასევე გაიხსენა როგორ მოსთხოვა ომიდან რამდენიმე თვეში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთთან ფრენების აღდგენა.

 

„ერთ-ერთი დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო. გაკოტრებული იყო ძალიან ბევრი კომპანია, რუსეთის ნავიგაციის ვალები იყო დარჩენილი 6 მილიონი თუ რაღაც. ფრენების აღდგენისთვის მოგვთხოვეს - ეს ნავიგაციის ვალი თუ არ გადაიხადეთ, ისე ფრენებს ვერ აღადგენთო. არ გვქონდა ასეთი თანხები, მაგრამ მომიწია კრედიტის აღება, იმიტომ რომ იქით კეზერაშვილი, იქით ვანო. მოკლედ, მეტი გზა არ დაგვიტოვეს, უნდა გადაგვეხადა ეს ფული. გადავიხადეთ ეს ფული, მერე რუსეთში ბევრი ვიმუშავეთ, რომ აღდგენილიყო ფრენები“, - იხსენებს გაიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner