„სად ეცალა ბატონ ბაჩიაშვილს პოლიტიკისთვის, კრიპტო ვალუტის გამომუშავებასა და გათეთრებაზე იყო გადასული“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის საპასუხოდ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება.
როგორც ნინო ფოჩხუა აღნიშნავს, ამ მიმართულებით საქმის წაყვანა, წაგების ტოლფასია, ვინაიდან, პოლიტიკური ნიშნით დევნა აქტუალური აღარ არის.
“სად ეცალა ბატონ ბაჩიაშვილს პოლიტიკისთვის, კრიპტო ვალუტის გამომუშავებასა და გათეთრებაზე იყო გადასული. პოლიტიკური ნიშნით დევნა ადრე იყო აქტუალური, ახლა აღარ ჭრის, მითუმეტეს არანაირი პოლიტიკური აქტივობა მას არ უფიქსირდება. არ ვიცი რა დონის ადვოკატია ბატონი ამსტერდამი, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, ამ მიმართულებით საქმის წაყვანა, წაგების ტოლფასია. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ინვესტორს, რომ არა კუთვნილი თანხის დაკარგვისა, პროკურატურაში შეეტანა საჩივარი.
და ბოლოს, როცა ღმერთი ამხელა შანსს გაძლევს, ხვდები თანაინვესტირების ფონდში, მაღალ თანამდებობაზე, ასე უნდა მოიქცე?” - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.