logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო
- +

9 ივლისი. 2023. 23:35

 

 

დიპლომატიურ პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ელჩს სთხოვენ, რომ წავიდეს კონსულტაციაზე თავის დედაქალაქში, განსაკუთრებით ასეთი თითიდან გამოწოვილი მოთხოვნით, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

დიპლომატმა ასევე გაიხსენა იმ შეხვედრის დეტალები, რომელზეც მას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და აღნიშნა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება ბევრი უკრაინელი დიპლომატისთვისაც გასაკვირი იყო.

 

„ჩემი აზრით მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ისინიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, შესაბამისად, მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ. ამიტომ, დააფიქსირეს პოზიცია, რომლის დაფიქსირებაც პრეზიდენტმა დაავალა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner