logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილი: გუშინაც ჩამოვიდა კიდევ 50 ბავშვი ირპენიდან, რომლებიც 10 დღე დაისვენებენ საქართველოში. ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება
- +

10 ივლისი. 2023. 00:05

 

 

გიორგი ზაქარაშვილმა იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკრაინას ომის დაწყებიდან გაუწია. ამ თემაზე უკრაინაში საქართველოს ელჩმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს უკრაინის მხარდამჭერი არცერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რეზოლუცია, რომლისთვისაც საქართველოს მხარი არ დაუჭერია, მეტიც ის ამ დოკუმენტების თანაავტორი და თანასპონსორი იყო. დიპლომატმა უკრაინელი ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამებზეც ისაუბრა.

 

„ძალიან ვამაყობთ, რომ დღეისთვის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიყვანეთ საქართველოში უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან დასასვენებლად, მინიმუმ 10-დღიანი ტურებით. გუშინაც ჩამოვიდა კიდევ ერთი ჯგუფი ირპენიდან - 50 ბავშვი, თუ არ ვცდები 5 თანმხლებით, რომლებიც 10 დღე დაისვენებენ საქართველოში.ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება. ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა უწყების ჩართულობით და კოორდინირებით და აუცილებლად გაგრძელდება ეს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ერს, რომელიც მართლა მედგრად ებრძვის ოკუპანტს, სჭირდება დახმარება“, - განაცხადა დიპლომატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner