logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მე მგონი ზელენსკის დიპლომატიის მორიგი შეცდომაა ჩვენი შემთხვევა
- +

10 ივლისი. 2023. 00:31

 

 

მე მგონი ზელენსკის დიპლომატიის მორიგი შეცდომაა ჩვენი შემთხვევა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება მოსთხოვა. გადაცემაში „იმედი LIVE“ მან ამ გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა.

 

„ასეთი დამოკიდებულება არ იწყება ზელენსკიდან - პოროშენკოდან იწყება. იქ კიდევ იტყვი, რომ [სააკაშვილი და პოროშენკო] კურსელები იყვნენ. მაგრამ მერე ზელენსკისთან რატომ აღმოჩნდა იგივე ჯგუფი შეფარებული და თავზე ხელის გადასმით აყვანილი, ეს ბუნდოვანია. თუკი გაითვალისწინებთ, რომ ზელენსკის გარშემო ძალიან ბევრი რუსეთთან დაკავშირებული ფიგურაა - იგივე პოდოლიაკი, იგივე არსეტოვიჩი ადრე, მე მაინც ვფიქრობ, რომ გვაქვს რუსული პოლიტიკის გამტარებლების რაღაც ჯგუფი. გავიხსენოთ, რომ ზელენსკის სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საჯაროდ პუტინმა მოსთხოვა. რაღაც ხდება ამ სფეროში. არ მინდა დიდ სიღრმეებში შესვლა, არც ვიცი, მაგრამ ეჭვს იწვევს, რომ ის, რისი პედალირებაც ხდება, რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner