logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილი: საქართველოს საელჩო უკრაინაში გააგრძელებს მუშაობას. ვეცდები, რომ პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო
- +

10 ივლისი. 2023. 00:53

 

 

ვერ ვიტყვი, რომ საელჩო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ გააგრძელებს. ვეცდები, რომ მუშაობის პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინისადმი დახმარების პროექტები გაგრძელდება.

 

„პირველ ყოვლისა, საელჩო აგრძელებს მუშაობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მუშაობას გააგრძელებს. ვეცდები, რომ მუშაობის პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო. პროექტები გაგრძელდება. ვცდილობდით, რომ ბავშვები უკრაინის დაზარალებული რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ან იმ ოჯახებიდან, რომელთა ოჯახის წევრები ფრონტზეა, დაღუპულია ან დაჭრილია. ანუ, ის ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებლის ან მათი ოჯახური მდგომარეობის გამო. ამიტომ, სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და ამით ძალიან ვამაყობთ. ცხადია, ამაში მთავრობა გვერდით გვიდგას. პირველ ყოვლისა, ეს არის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner