„მოკლე დროში ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი შემოვიდა. რატომ? იმიტომ, რომ მანამდე მას 20 წლის ქველმოქმედება შლეიფივით უკან მოსდევდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ უახლოეს პერიოდში ახალ პოლიტიკური სახეები ვიხილოთ, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ „ახალი სახე ფეხის მოკიდებას ვეღარ მოასწრებს“.
მისი თქმით, მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ღონივრად გამოიყურება“, სხვებს კი ესეც არ გააჩნიათ.
„გვარამიამ რომ თქვას, მოკლე დროში შემოვდივარო, რა შლეიფი ექნება?“, - დასძინა საყვარელიძემ.