logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მოკლე დროში ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი შემოვიდა - მას 20 წლის ქველმოქმედება შლეიფივით უკან მოსდევდა. ნიკა გვარამიას რა შლეიფი ექნება?
- +

10 ივლისი. 2023. 01:15

 

 

მოკლე დროში ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი შემოვიდა. რატომ? იმიტომ, რომ მანამდე მას 20 წლის ქველმოქმედება შლეიფივით უკან მოსდევდა, - განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ უახლოეს პერიოდში ახალ პოლიტიკური სახეები ვიხილოთ, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ „ახალი სახე ფეხის მოკიდებას ვეღარ მოასწრებს“.

 

მისი თქმით, მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ღონივრად გამოიყურება“, სხვებს კი ესეც არ გააჩნიათ.

 

„გვარამიამ რომ თქვას, მოკლე დროში შემოვდივარო, რა შლეიფი ექნება?“, - დასძინა საყვარელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner