კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოშვების შესახებ.
„რუსების ჯამბაზმა უკრაინიდან გააძევა საქართველო! უკრაინისთვის სულის, შვილების გამწირავი ხალხი! შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც დილა-საღამოს უფალს უკრაინელ დებს და ძმებს ავედრებს! მათ მშვიდობას და კეთილდღეობას!
ნუ გვიკვირს იუდასგან, მან ხომ უფალი გააძევა გულიდან და უკრაინიდან!“ - წერს გოგა ხაინდრავა.