logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს NATO-ში გაწევრიანების მოწვევას
- +

10 ივლისი. 2023. 13:01

 

 

„უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს NATO-ში გაწევრიანების მოწვევას“, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

სტეფანიშინამ განმარტა, რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

 

„უკრაინა NATO-ში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის დაქვეითება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

 

ამასთან, ოლგა სტეფანიშინამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეუერთდება NATO-ს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა სამიტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner