გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის მესამე მიკრორაიონის N72 კორპუსთან დასრულდა. შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი.
სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 47 5010 ლარამდე დაიხარჯა.