logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი
- +

10 ივლისი. 2023. 19:40

 


საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უკვე არაერთხელ ითქვა და შესაბამის დოკუმენტებშიც არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი. ეს გარკვეული მინიშნებაა, რომ მასთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება არც დადგეს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანა მოემზადოს და გახდეს შემდეგ ნატოს წევრი და ფინეთის მაგალითზე, შვედეთის მაგალითსაც მალე ვნახავთ, ვნახეთ, რომ ეს ინსტრუმენტები პირობითობაა, მთავარია მზაობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოსთან მიმართებაში ეს საჭიროება დიდი ხანია უკვე განსჯის საკითხია და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner