logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მივიღოთ
- +

10 ივლისი. 2023. 19:43

 

ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვხედავთ, რომ „გირჩი“ ეწინააღმდეგება. მათი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ცნობილია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ის, რაც სასარგებლოა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. ასვე არიან სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც, როგორც ვატყობ, რაიმე პრინციპული პოზიცია არ აქვთ. უბრალოდ ხალისობენ „გირჩთან“ ერთად და ცდილობენ პროცედურების გაწელვას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს არასერიოზულ დამოკიდებულებას ქართული ჯარის მიმართ. ეს არის მთავარი, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. ეს არის თავდაცვის კოდექსი, რომელიც არ გახლავთ რაიმე ხელოვნური კანონპროექტი. ეს გახლავთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან გავლილი და შეთანხმებული კანონპროექტი. პარტნიორებში ვგულისხმობთ ნატოს პარტნიორებს“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner