logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: შე დალოცვილო, გეი პროპაგანდის თავგამოდებული პროპაგანდისტი თუ ხარ, მართლა კაცები თუ ერთმანეთთან დაწყვილდნენ, ბავშვები საიდან გაჩნდებიან და დემოგრაფიული პრობლემა რანაირად მოიხსნება?
- +

10 ივლისი. 2023. 19:46

 


რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ეს არის საქართველოს დონეზე. ეს არის მსოფლიოში მასშტაბურად მოდებული პროპაგანდა, რომლის ნაწილიც რა თქმა უნდა, საქართველოც არის და ძალიან უკვირთ, რომ ამ პროპაგანდამ ვერ მოიკიდა ფეხი. იმიტომაც არის ამხელა დაფინანსება რომ მიდის „ენჯეოებში“, - ამის შესახებ ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

მაჭარაშვილის თქმით, პოლიცია და სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ლგბტ პროპაგანდა საქართველოში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებს, რადგან საქართველო ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა.

პირველ რიგში, მინდა ჩვენს პოლიციელებს მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ისინი პრაქტიკულად საკუთარი რესურსის ხარჯზე ახერხებენ იმას, რომ ეს ორი დაპირისპირებული მხარე გაანეიტრალონ და ამას ძალიან კარგად აკეთებენ. როდესაც საუბრობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო პრაიდის ჩატარება, ეს არის აბსურდი. პოლიცია ხომ არ ჩაატარებდა პრაიდს? პოლიციის მიზანი არ არის პრაიდის ჩატარება. მისი მიზანი არის ის, რომ დაიცვას ადამიანები აგრესიისგან, ერთი მხარე იქნება ეს, თუ მეორე. პოლიციისგან ითხოვენ, რომ ერთი ჯგუფის ადამიანის უფლებების დასაცავად მეორე ადამიანების ჯგუფის უფლებები დაარღვიოს. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო და პოლიცია დგას თავის სიმაღლეზე, რისთვისაც ამ ბიჭებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.

რაც შეეხება „ლგბტ“ თემის პროპაგანდას, რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ეს არის საქართველოს დონეზე. ეს არის მსოფლიოში მასშტაბურად მოდებული პროპაგანდა, რომლის ნაწილიც რა თქმა უნდა, საქართველოც არის და ძალიან უკვირთ, რომ ამ პროპაგანდამ ვერ მოიკიდა ფეხი. იმიტომაც არის ამხელა დაფინანსება რომ მიდის „ენჯეოებში“ და ამხელა პროპაგანდა მიმდინარეობს იმისთვის, რომ როგორმე ერთ პრეცედენტი დავუშვათ, რომ სადღაც გეი აღლუმი ჩატარდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ აი სადღაც, ლისის ტბისკენ ერთი აღლუმი ჩაატარეს და რა მოხდა. მეორე წელს კი იტყვიან, ლისზე რომ ჩატარდა აღლუმი, ხომ არაფერი მომხდარა და ახლა მოდით, რუსთაველზე ჩავატარებთ და აქაც არაფერი მოხდებაო. ასეა ამათი პროპაგანდა აწყობილი, ნელ-ნელა გვაპარებენ რაღაცეებს.

მაგალითად, ბატონმა ჭყონიამ განაცხადა, რა შუაშია გეი პროპაგანდა, მოხუცებმა ერთმანეთი ნახესო. შე დალოცვილო, თუ ფასს იხდი და გაძალებენ, რაღაც ზღაპარი ჩადე ბავშვებისთვის, რაღა კაცის კაცთან ურთიერთობაზე დებ ამბავს. ამაზეა საუბარი, რომ ამის დაშვება საზოგადოებას არ უნდა და სწორად არ უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ძალადობაზე არავინ საუბრობს, მაგრამ თუ ერთი ადამიანის უფლებები დასაცავია, მაშინ უმრავლესობის უფლებებიც დასაცავია. ამასთან, საქართველოს მოქალაქის უფლებაა, რომ საჯარო სივრცეში არ ნახოს იმ გაუკუღმართებული წესის პროპაგანდა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ადამიანებზე კი არა, არამედ პროპაგანდაზეა საუბარი), რომ მისი შვილები არ მოიწამლონ ამით და ამის უფლება ჩვენს მოქალაქეს გარანტირებული აქვს კონსტიტუციით.

კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა და ეს პროპაგანდა ამას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, დემოგრაფიაზე იყო საუბარი და გავიხსენებ ერთ მომენტს - დაახლოებით 2-3 კვირის წინ პრემიერი რომ იყო პარლამენტში მობრძანებული, ვაშაძე გამოვიდა და მაღალი ტრიბუნიდან გვეუბნება, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია და ეს პრობლემები თქვენ შექმენითო. შე დალოცვილო, გეი პროპაგანდის თავგამოდებული პროპაგანდისტი თუ ხარ, მართლა კაცები თუ ერთმანეთთან დაწყვილდნენ, ბავშვები საიდან გაჩნდებიან და დემოგრაფიული პრობლემა რანაირად მოიხსნება?

უკვე ამ დონეზე აქვთ დაბინდული გონება, რომ რასაც თვითონ აკეთებენ, უნდათ, ჩვენ დაგვაბრალონ. დემოგრაფიულ პრობლემებს გვაბრალებენ და ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან, თითქოს კაცი კაცთან რომ დაწყვილდება, დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდება. ბუნებრივია, საქართველოში ასეთ ტრადიციების საწინააღმდეგო მიმდინარეობებს არასოდეს ექნება დასაყრდენი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner