logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ოპოზიციიდან დაწყებული, საელჩოებითა და რიგი პარტიებით დასრულებული, მათ სისხლი სწყუროდათ, ლგბტ პროპაგანდის მოწინააღმდეგე ამ მორწმუნე, ხანდაზმული ადამიანების სამაგალითოდ დასჯა სურდათ
- +

10 ივლისი. 2023. 19:53

 

როცა საპატრიარქო და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, უნდა დავფიქრდეთ ამაზე, მით უმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში, რომელშიც დემოგრაფიის პრობლემაა. ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, როცა კვლევებით 90%-ზე ქვემოთ არ ჩამოდის საპატრიარქოს რეიტინგი, ე.ი. რაღაცას წარმოადგენს ეს ინსტიტუტი საქართველოში და მათგან ნათქვამი, რომ - ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია ქვეყნისთვის, ერისთვის, ადამიანისთვის, ღმერთისთვის, მოზარდისთვის და ა.შ. გასათვალისწინებელია.“

ლგბტქ+ თემის პროპაგანდა განსჯის საგანი უნდა იყოს საქართველოში და არ უნდა შეგვეშინდეს, სიღრმისეულად ჩავწვდეთ ამ პრობლემას.
ადამიანის უფლება რომ დაცული უნდა იყოს და ძალადობას რომ ვემიჯნებით, ეს ერთია, მაგრამ რა დგას მეორე მხარეს? და ვინ აკეთებს შეფასებებს ჩვენ კანონთან თუ სხვა თემებთან მიმართებით? ესენი არიან საელჩოები, ელჩები და ამ მხრივ მიზანმიმართული პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენს საზოგადოებას ტოლერანტობა არ უკვირს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს სახელმწიფოში ტოლერანტობის უამრავი მაგალითია. როცა კვლევებით 90%-ზე ქვემოთ არ ჩამოდის პატრიარქისა და საპატრიარქოს რეიტინგი, ე.ი. რაღაცას წარმოადგენს ეს ინსტიტუტი საქართველოში და მისგან ნათქვამი, რომ - ეს მიუღებელია ქვეყნისთვის, ერისთვის, ადამიანისთვის, ღმერთისთვის, მოზარდისთვის და ამას ეკლესიურად და ადამიანურად ხსნიან, გასათვალისწინებელია. ნუ გვახვევენ თავს თავიანთ პროპაგანდას. ჩვენ არავის ვჩაგრავთ, არავის მიმართ არ ვიყავით მოძალადე, პირიქით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ სვლას სიღრმისეული მიზეზი აქვს: რა არის ოჯახი? ოჯახი არის გამრავლება. საუკუნეებია ასე მოვდივართ კაცობრიობა. ვთქვათ, გაგიჟდა სამყარო და გაჰყვა ამ ლგბტქ+ თემის პროპაგანდას, სად მივყავართ? თუ ყველამ ერთ დღეს მოინდომა, რომ ამ მიმართულების გახდეს, ხომ დაღუპულია მთელი კაცობრიობა? სად არის მომავალი ერთსქესიანთა ქორწინების დროს? სად არის კაცობრიობის მომავალი ამ პროპაგანდით? და ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვაა საჭირო, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათი უფლებები დაცულია. ამიტომ, პროპაგანდა მიმდინარეობს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერში და საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს. თან დაფინანსების წყაროა მათთვის, ვინც ამ პროცესებს აწყობს - სპონსორები ჰყავთ, რომ როგორმე მაინც ჩაატარონ ეს ყველაფერი.

არ შემიძლია პოლიციისა და სახელმწიფოს მიმართ მადლიერება არ გამოვხატო - ძალიან სწორად მოიქცა ჩვენი პოლიცია. ამ რადიკალების კომენტარებს რომ დავუკვირდეთ, ბოკერიადან დაწყებული, საელჩოებით და რიგი პარტიებით დასრულებული, მათ სისხლი სწყუროდათ. ისინი მიბმულები არიან გლობალური ომის პარტიასთან, ერთი ქსელია. დაკვეთა მიიღეს და ყველამ გააკეთა კომენტარი. 26 მაისი გაიხსენეთ, რა დროსაც ხანდაზმული ადამიანები ჩაკეტეს და სამაგალითოდ სცემეს. წარმოიდგინეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იქ მისულ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელ აღშფოთებას და პროტესტს გამოხატავდნენ ლგბტ პროპაგანდის მიმართ, რას უზამდნენ? ახლაც ამ მორწმუნე, ხანდაზმული ადამიანების სამაგალითოდ დასჯა სურთ. მაგრამ, პროპაგანდის წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილია. როცა საპატრიარქო და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ ეს მიუღებელია და ამის წინააღმდეგ უნდა წავიდეს მოქალაქე, სიღრმისეულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე, მით უმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში, რომელშიც დემოგრაფიის პრობლემაა. ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს, ოღონდ, ბრძოლა ისე, რომ საზოგადოებას კარგად განვუმარტოთ, თუ რატომ არის მიუღებელი ლგბტ პროპაგანდა.“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner