logo_geo
eng_logo
6 სექტემბერს ქალაქ ფოთში ჯგუფ „ბანისა“ და „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება
- +

5 სექტემბერი. 2016. 18:09



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება.


6 სექტემბერს ქალაქ ფოთში, ფაზისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება ჯგუფ „ბანისა" და ანსამბლ „სუხიშვილების კონცერტი"; დასაწყისი 21:00 საათზე (რუსთაველის რკალის მიმდებარე ტერიტორია, ახალ თეატრთან.)


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.


„Check in Georgia"-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner