logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრობას არ იმსახურებს, საზღვარგარეთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს
- +

10 ივლისი. 2023. 20:49

"იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრობას არ იმსახურებს, საზღვარგარეთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ორი აქტორია, ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებს ნატოს და არ შეიძლება, რომ საქართველო დღეს გახდეს ნატოს წევრი. ერთი აქტორი არის საზღვარგარეთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ისინი მსგავს განცხადებას აკეთებენ, პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს და საზოგადოებას“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner