logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალას“ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი მიზანი, მათ შორის, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში არის „ლგბტ“ თემის პროპაგანდა უკვე ბავშვობის ასაკიდან
- +

10 ივლისი. 2023. 20:57

დაახლოებით 5 წელია ჩვენ რაც ვიცით, „გეი პარადების“, „გეი აღლუმების“ ჩატარების მცდელობა არის ქვეყანაში, დაიწყეს რუსთაველის გამზირიდან, გვახსოვს 5-6 წლის წინ მასშტაბური პროპაგანდა და აღლუმის ჩატარება უნდოდათ“, - ამის შესახებ, ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, „გეი“ პრაიდის ორგანიზატორებმა, კარგად იციან საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, თუმცა ყოველ წელს ცდილობენ გამოცადონ საზოგადოების ნებისყოფა.

ჩვენ, „ხალხის ძალას“ ძალიან ბევრჯერ აგვიხსნია განცხადებებში, კომენტარებში, რომ გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი მიზანი, მათ შორის, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში არის ეს „ლგბტ“ თემის პროპაგანდა უკვე ბავშვობის ასაკიდან. ამის სამწუხარო მაგალითები ჩვენ საქართველოშიც ვიხილეთ (ბაღებში, სკოლებში). უცხოეთში, ევროპაში სამწუხაროდ, ეს უკვე არსებობს, ვიცით ეს მაგალითები, საბავშვო ბაღებში არიან შესულები, სადაც თუ ბავშვი გადაწყვეტს სქესის შეცვლას, მშობლებს უფლება არ აქვთ ჩაერიონ ბავშვის გადაწყვეტილებაში და ა.შ..
ოფიციალურად მიღებულია ეს კანონი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რაც კი არსებობს ეს პრობლემები, ბუნებრივია ამას უნდა დავაკვირდეთ. დაახლოებით 5 წელია ჩვენ რაც ვიცით, „გეი პარადების“, „გეი აღლუმების“ ჩატარების მცდელობა არის ქვეყანაში, დაიწყეს რუსთაველის გამზირიდან, გვახსოვს 5-6 წლის წინ მასშტაბური პროპაგანდა და აღლუმის ჩატარება უნდოდათ. ისიც კარგად ვიცით, რომ „ლგბტ“ საზოგადოების დიდი ნაწილი იქ არ მონაწილეობს (რაც, ჩვენ გაქვს ინფორმაცია), ვინც მონაწილეობენ ესენი არიან ორგანიზატორები, რომლებიც თავს მიიჩნევენ „ლგბტ საზოგადოებად“ და ვითომ იცავენ „ლგბტ“ საზოგადოების უფლებებს. რეალურად ხდება და მოხდა ის, რომ საქართველოში ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, არის იმ ტრადიციების მიმდევარი რა ტრადიციებიც ჩვენ გვაქვს, კონსტიტუციაშიც კი გვაქვს აღნიშნული მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანესი როლი. დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველოში ასეთი ტიპის აღლუმებს საზოგადოება არ დაუშვებს, ეს არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა. მე არაერთხელ მითქვამს, სხვათა შორის, და ზოგადად, ჩვენს გუნდს (როცა „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და ახლაც „ხალხის ძალაშიც“), რომ ძალიან ბევრი რამე ვერ გათვალეს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების იმ წარმომადგენლებმა, ვინც ხელს უწყობს დღემდე „გეი პროპაგანდას“ საქართველოში. ხომ უნდა იცნობდე ქართულ საზოგადოებას, მის მენტალიტეტს, მის სიყვარულს ოჯახური ტრადიციების მიმართ და ა.შ... რომ შენ ხელი შეუწყო და ფული დახარჯო იმაში, რომ საქართველოში „გეი“ პროპაგანდამ მიაღწიოს მასშტაბებს, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ეს არის გამორიცხული.

ამიტომ, რომ ჩამოვყალიბდეთ და ვკონცენტრირდეთ, რა მოხდა ლისის ტბაზე და ა.შ... არაერთხელ გვითქვამს ჩვენ და თავშივე აღვნიშნე, რომ რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი და დაუშვებელია ყველას მხრიდან, თუმცა ასევე დასაფიქრებელია ისიც, რომ არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რომელიც გააღიზიანებს საზოგადოების უმრავლესობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საღად მოაზროვნე ადამიანს, როდესაც შენ იცი ქართულ საზოგადოებაში ვერ მიაღწევ დიდი მასშტაბებით ამ პროპაგანდას, მაგრამ მაინც აკეთებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გამიზნული ის კი არ გაქვს „გეი“ პროპაგანდა საქართველოში გამრავლდება, არამედ მიზნად გაქვს, რომ როგორმე მოხდეს რაღაც პროვოცირება და მერე თქვა - აი ადამიანების, უმცირესობის უფლებებს არღვევენ ქვეყანაში. ეს არის მიზანი.

სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები, ამ შემთხვევაში შსს მოუწოდებს ამ ადამიანებს, გაერიდონ ამ ადგილებს. ეს ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა. ერთი ადამიანის უფლება ხომ იქ მთავრდება, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლება. რატომ ვართმევთ, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ უფლებას, იცხოვრონ იმ ერში და ქვეყანაში სადაც ოჯახის ტრადიციებია, სადაც კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი შედგება ქალისგან და კაცისგან. ამათი პროპაგანდა რა არის? რომ ურთიერთობა უნდა შედგებოდეს კაცისგან და კაცისგან. ეს ხომ არა მხოლოდ ჩვენ მორალს, ტრადიციას, არამედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. აქედან უნდა გამოხვიდე, როდესაც შენ საქართველოს მოქალაქეს ეუბნები - იცი რა არის ამათ პროპაგანდის უფლება აქვს, უნდა ჩაატარონ პრაიდი, ის გეკითხება, უფლება აქვს იცხოვროს როგორც უნდა, კი ბატონო, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა სხვა რამეა. პროპაგანდა ნიშნავს იმას, რომ შედიხარ ოჯახებში, ბავშვების ფსიქოლოგიაში და შედიხარ იმ ადამიანის ოჯახში და პირდაპირ ეუბნები - არა, იმ ადამიანს და საზოგადოებას მიეცი უფლება შემოვიდეს შენს ოჯახში, შენს ბავშვს მოუწამლოს ტვინი (ამის უფლება აქვსო, ამას ეუბნები), ამას ვერ მიიღებს ქართველი კაცი და ზოგადად საქართველოს მოქალაქე, ამაზეა აქ საუბარი.

ამიტომ, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს არა მხოლოდ უმცირესობები უფლებები დაიცვას, არამედ იმ უმრავლესობის ინტერესები გაითვალისწინოს, რომელიც ამბობს - იყვნენ ის ადამიანები, იცხოვრონ, ისიამოვნონ თავისთვის, ჩვენ თავი დაგვანებონო და ეს უზრუნველყოს სახელმწიფომ. სწორედ ეს ხდება, მე- 5 თუ მე-6-ე წელია შსს ახერხებს, შეაკავოს ეს ძალადობა და ამავე დროს ამ ხალხს შესთავაზოს, რომ განერიდონ სიტუაციას, რადგან მიუღებელია ეს პროპაგანდა და აქცია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

თქვენ იცით პრესკონფერენცია ჩაატარეს საპატრიარქომ და სხვა ბევრმა რელიგიურმა კონფესიებმა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არ შეიძლება ეს პროპაგანდა, რომ ეს არატრადიციული ცხოვრების წესია და რაც ყველაზე მთავარია, ეს იწვევს აღშფოთებას საზოგადოებაში. ხომ არ შეიძლება ყოველ წელს ერთი და იგივე დროს გამოცადონ ამ საზოგადოების ნებისყოფა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner