logo_geo
eng_logo
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერდოღანის მოთხოვნაზე: შვედეთის ნატოში და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ერთად ვერ განიხილება
- +

10 ივლისი. 2023. 22:35

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ერთად ვერ განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ნატო და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციაა. ევროკავშირსა და ნატოს ერთ ქვაბში ვერ მოვათავსებთ. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები და არიან ქვეყნები ნატოში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანის განცხადებას პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი მოიძებნება და ვილნიუსში ნატოს სამიტი დადებითი სიგნალი იქნება შვედეთისთვის.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას თურქეთის გაწევრიანებას, ვიდრე თურქეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის მიღებას დაუჭერს მხარს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner