უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ოფიციალურ ბერლინს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის ნატოში სწრაფად გაწევრიანების ბლოკირებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს მერკელის მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომები“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკვე არის ნატოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სწრაფადშესვლას ალიანსში.