აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ მიიჩნევს, რომ თურქეთის მისწრაფებამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ შვედეთის ნატოში გაწევრიანება არ უნდა შეაფერხოს.
„აშშ მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირისკენ მისწრაფებას და ჩვენ ვაგრძელებთ ამას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ ეს საბოლოოდ ევროკავშირისა და თურქეთის გადასაწყვეტია.
„თუმცა, ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა მან.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას თურქეთის გაწევრიანებას, ვიდრე თურქეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის მიღებას დაუჭერს მხარს.