logo_geo
eng_logo
6 სექტემბერს ფესტივალ „ნიქოზის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
- +

5 სექტემბერი. 2016. 18:10



6 სექტემბერს, 11:00 საათზე,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზი" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.  კანადის ანიმაციური ფილმების ჩვენებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


14:00 საათზე დაგეგმილია ფესტივალის ოფიციალური დახურვის ცერემონია. 


ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში 1-6 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.


„ნიქოზის" ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები იყო მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა  ნაწილი თავად ავტორებმა წარადგინეს.


ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი „ქართული ფილმი - აფხაზეთი", დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და  სხვები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner