logo_geo
eng_logo
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს
- +

10 ივლისი. 2023. 23:59

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება იტყობინება. წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტის მუშაობა შეწყდება 11 ივლისის 07.00 საათამდე.

აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია სიფრთხილის ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner