logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია
- +

11 ივლისი. 2023. 11:43

 

 

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე - დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

 

მთავრობამ განიხილა პროექტი, რომლის მიხედვით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner