logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში
- +

11 ივლისი. 2023. 11:50

 

 

„როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება“,  -ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას წინა რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად და დამნაშავედ მიიჩნევს, დასავლელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, იგივე ხდება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

 

„როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება.

 

ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში, აჯილდოებენ, ტრიბუნას აძლევენ, მოკლედ, ეფერებიან ყველანაირად. იგივე დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართაც.

 

ჩნდება კითხვა: რა უნდა მოვუხერხოთ ამ, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მოცემულობას?“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner