კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების სამუშაოების განხორციელება.
ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გარიყულაში შიდა საუბნო გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.
600 გრძივი მეტრი გზის სამუშაოს ი/მეწარმე დავით სუხაშვილი აწარმოებს, რომლის ბიუჯეტი 15 414 ლარია.
გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრისას მიიღო.