logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში
- +

11 ივლისი. 2023. 13:12

 

 

„ბაჩიაშვილის საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის  პოლიტიზებას, მიზანი ჩანს, რაც არასწორია.

 

„ამ თემას ვერ ჩავუღმავდები. ხედავთ, რომ ადვოკატი იქითა მხარეს ცდილობს ამ საკითხის  პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, მიზანი ჩანს, რაც არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და ეს საქმე უნდა იყოს განხილული სამართლებრივ ჭრილში. როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს ამ საქმის პოლიტიზებას, ეს არის არასწორი. ჩვენ ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner