logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო იქნება წარმოდგენილი ევროატლანტიკურ საბჭოზე. საქართველოზე იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი
- +

11 ივლისი. 2023. 14:00

 

 

„საქართველო ერთ რამეშია ჩამორჩენილი უკრაინასთან მიმართებაში, ჩამორჩენილია მხოლოდ ომის არარსებობით. დანარჩენ შემთხვევაში, საქართველო არის ლიდერი,  რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირის,  ასევე NATO-ს მიმართულებით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე  განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მიუხედავად მისი ოფიციალური პირების მოწოდებებისა.

 

„თქვენ კარგად ხვდებით, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს წევრ სახელმწიფოებს შორის, თუ როგორ უნდა განვითარდეს უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო იქნება წარმოდგენილი ევროატლანტიკურ საბჭოზე. საქართველოზე იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მეგობარ ერს, უკრაინას, მისცემენ უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიას, დიახ, ეს ჩვენც გვინდა. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს უკრაინის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებები და მოწოდებები საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან მიმართებაში. ეს ჩვენს მხარდაჭერას არ შეცვლის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner