logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძე: თავდაცვის კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები
- +

11 ივლისი. 2023. 14:16

 

 

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციას უპასუხა. მისი განცხადებით, თავდაცვის კოდექსი  ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და NATO-ს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა,“ - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს  ადგენს და ზრდის NATO-სთან ურთიერთთავსებადობას.

 

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

 

„მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, NATO-ელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner