logo_geo
eng_logo
„ქორწინების საკითხზე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ინტერპრეტაცია მოჰყვა“- რას აცხადებენ მმართველ პარტიაში?
- +

10 მარტი. 2016. 22:24



განმარტება კოალიციის ინიციატივაზე კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, საკონსტიტუციო დონეზე გამყარების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას გულისხმობს, განსხვავებული ინტერპრეტაცია მოჰყვა.


„ქართული ოცნების" პრესსამსახური განმარტავს, რომ კოალიციის ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა მხოლოდ ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, სამოქალაქო კოდექსში უკვე არსებული განმარტების ქვეყნის მთავარი კანონით გამყარებაზე.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინიციატივა არ გულისხმობს ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა ქორწინება, გარანტირებული იყოს კონსტიტუციის დონეზე",-აცხადებენ მმართველ პარტიაში.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner