ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მერია და მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას - ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტურისტულ ზონაში.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. დაიტბორა საყანე ფართობები და განვითარდა მეწყერული პროცესები.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები დარჩენილ უბნებში აქტიურად აწარმოებენ სამუშაოებს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
არსებულ ვითარებას ადგილზე ოზურგეთის მერიის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ეცნობიან. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.