logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: უსამართლობა „ტეხავს“ - ერთადერთი კანდიდატი, ვისაც უზუსტესად აცნობეს: როდის და რომელ საათზე მიიღებენ NATO-ში, სწორედ უკრაინაა
- +

11 ივლისი. 2023. 17:05

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გაცხადებულ თარიღს ეხმაურება.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ომი რომ დაეწყო და მეორე ფრონტი გახსნილიყო, უკრაინის მსგავსად გავიგებდით თარიღს, თუ როდის გახდებოდა საქართველო NATO-ს ალიანსის წევრი.

 

„უსამართლობა „ტეხავს“ - ერთადერთი კანდიდატი, ვისაც უზუსტესად აცნობეს: როდის და რომელ საათზე მიიღებენ NATO-ში, სწორედ უკრაინაა, როგორც კი დაამთავრებთ ომს და დაამარცხებთ რუსეთსო. ამ თარიღის განსაზღვრა კი უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრეროგატივაა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ჩვენ გაწევრიანების „ათვლის წერტილამდეც“ (რუსეთთან ომის მეორე ფრონტი) ვერ მივედით. ომი რომ დაგვეწყო, ჩვენც ზუსტად გვეცოდინებოდა, რომ NATO-ში მიგვიღებენ იმ დღის 15 საათზე (რომ 19 საათზე რიყეზე კონცერტის მომზადება მოგვესწრო), როდესაც ომში დავამარცხებდით რუსეთს. მაგრამ, გაუგებარი მიზეზებით, ჩვენ რატომღაც ამაზე „ფეხს ვითრევთ“. ჩვენივე საქმე არ გვაინტერესებდეს - ეს რაღაც უცნაური ფენომენია“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner