logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ
- +

5 სექტემბერი. 2016. 18:19



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მოახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია. მისი თქმით, სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.


„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner