ნატოს მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ირანის მავნე ქმედებებთან დაკავშირებით და ირანს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთისთვის დრონების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ერთობლივ კომუნიკეში ნატოს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ირანის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისადმი“ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს სამხედრო მხარდაჭერა რუსეთისთვის, კერძოდ, დრონების მიწოდება, რომელიც გამოყენებული იყო [უკრაინაში] კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, - განაცხადეს ნატოს მოკავშირეებმა.