logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ვფიქრობ, ყველა მოკავშირე ეთანხმება იმას, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, უკრაინის ალიანსში სრულუფლებიან წევრად მიღების დრო არ არის
- +

11 ივლისი. 2023. 23:07

ვფიქრობ, ყველა მოკავშირე ეთანხმება იმას, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, უკრაინის ალიანსში სრულუფლებიან წევრად მიღების დრო არ არის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის კითხვაზე -რა პირობებს არ აკმაყოფილებს ახლა უკრაინა მოწვევის მისაღებად?- იენს სტოლტენბერგმა უპასუხა:

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს, სულ მცირე, ორი განზომილება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. ერთი ეხება უკრაინის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის დონეს, ასევე მმართველობის განმტკიცებას, რაც მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას.

შემდეგ არის სხვა განზომილება. ეს, რა თქმა უნდა, არის ის ფაქტი, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. უკრაინულმა ძალებმა გამოიჩინეს სიმამაცე, უნარი, კომპეტენტურობა, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა მთელ მსოფლიოზე. მაგრამ ამავე დროს არის სრულმასშტაბური ომი. ვფიქრობ, ყველა მოკავშირე ეთანხმება იმას, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, უკრაინის ალიანსში სრულუფლებიან წევრად მიღების დრო არ არის. ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. მმართველობის საკითხი, მათ შორის კორუფცია და ურთიერთავსებადობა, რაც აუცილებელია იმის მიუხედავად, არის თუ არ ომი ქვეყანაში და მეორე საკითხი არის მიმდინარე ომი. ჩვენ ორივე უნდა გადავჭრათ და საბოლოოდ, მოკავშირეებმა უნდა შეაფასონ, როგორც ყოველთვის ხდება, როდესაც გვაქვს გაფართოება, არის თუ არა პირობები დაკმაყოფილებული და მერე მიიღონ მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner