logo_geo
eng_logo
ტრამპი: ბაიდენის პოლიტიკამ უკრაინაში გაუთავებელი ომის შესახებ ძალიან დაასუსტა აშშ - უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, დაუყოვნებლივ უნდა დავასრულოთ სისხლისღვრა უკრაინაში
- +

12 ივლისი. 2023. 00:20

"ჯო ბაიდენის პოლიტიკამ უკრაინაში გაუთავებელი ომის შესახებ ძალიან დაასუსტა შეერთებული შტატები," - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჯო ბაიდენმა არ უნდა ჩაგვითრიოს მესამე მსოფლიო ომში უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნით. ის უნდა ცდილობდეს ომის დასრულებასა და არაკომპეტენტური ადმინისტრაციის მიერ გამოწვეული საშინელი სიკვდილისა და ნგრევის შეჩერებას. აუფეთქებელი კასეტური საბრძოლო მასალები მოკლავენ და დაასახიჩრებენ უდანაშაულო უკრაინელ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ომის დასრულების შემდეგ. თუ, როგორც ბაიდენმა უნებლიედ აღიარა, კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის მიზეზი არის ის, რომ შეერთებულ შტატებს „ეწურება საბრძოლო მასალა“, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ სისხლიანი, საშიში და უკონტროლო კონფლიქტის დაუყონებლივ დეესკალაციის აუცილებლობას. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ უკრაინას ჩვენი ბოლო მარაგი იმ დროს, როდესაც ჩვენი არსენალი, ჯო ბაიდენის თქმით, ასე საშინლად შემცირდა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner