უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მთავარი მიზანი არის ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა.
„ახლა ჟურნალისტებთან არ განვიხილავ ამ საკითხს. დაველოდებით ხვალინდელ დღეს და ჩვენ ერთად ვნახავთ და მოვისმენთ ყველაფერს. ჩემმა პრეზიდენტმა იცის რაღაც“, - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა ვილნიუსში.
მისივე თქმით, ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელს მოაწერს მემორანდუმს თანამედროვე ავიაგამანდგურებელის, F-16-ის მართვის ტრენინგის შესახებ.