ნეპალში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა.
Manang Air-ის შვეულმფრენზე ხუთი მექსიკელი მგზავრი და ნეპალელი პილოტი იმყოფებოდა.
Reuters-ის ცნობით, Manang Air ემსახურება ტურისტებს, რომელთაც ნეპალის მწვერვალების ხედების, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა ევერესტის დათვალიერება სურთ.