logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს
- +

12 ივლისი. 2023. 10:00

 

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს 65 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს უკრაინაში აღჭურვილობის შეკეთებისა და სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად.

 

„NATO-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და NATO-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და დააბრუნებს მშვიდობას ევროპაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner