logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება
- +

12 ივლისი. 2023. 10:48

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

 

ეკა სეფაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

 

„არც გვქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, რომ NATO-ს ახალი განცხადებით გარღვევა იქნებოდა. თუმცა გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რაც განსხვავებულია ბუქარესტის სამიტისგან, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი.

 

როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში იქნება და არა - ახლა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner