logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია დავით ნარმანიას: აუთვისებელი 22 მილიონით, საზოგადოების საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაგვარეთ!
- +

5 სექტემბერი. 2016. 18:38


 

„პატრიოტთა ალიანსის"  საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ლატარია თბილისის მერს, დავით ნარმანიას მიმართავს და საზოგადოებივ პრობლემებს ახსენებს.

 

 

„მინდა ვუთხრა, თბილისის მერს და ქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებს - თქვენ დაშორებულები ხართ ადამიანებს და არც კი იცით, რა პრობლემები აწუხებთ მათ.  მთელი თქვენი საქმიანობა შემოიფარგლება ფურცლების ტრიალით და მიმოწეროთ. მე მხვდება ბევრი ისეთი ოჯახი, რომლებიც მათი საცხოვრებელი კორპუსებიდან გადავიდნენ იმიტომ, რომ ყოველ დილით უარესად დაბზარული კედლები ხვდებოდათ, რაც საერთო ჯამში, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებას ქმნიდა და ქმნის.

 

 

მივმართავ თბილსიის მერს. ნუ დაემსგავსებით თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას და საერთოდ, ყოფილ ხელისუფლებას!"

 

 

ირაკლი ლატარიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციია"  გეგმავს საკითხს ბოლომდე მიჰყვეს - „მანამ, სანამ  დავით ნარმანია არ მიიღებს საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას." - აღნიშნა ლატარიამ  გამართულ პრესკონფერენციაზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner