logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ეს სურათი, ცხადია, მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ, მეტყველებს იმაზე, როდესაც ყველა მიგატოვებს და მარტო რჩები, როცა ატყობ, რომ რეალურად გამოგიყენეს, თავად კი თავის თავს მიხედეს
- +

12 ივლისი. 2023. 14:28

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული სურათი ასახავს მდგომარეობას, როდესაც ყველასგან მიტოვებული აცნობიერებ, რომ გამოგიყენეს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, უკრაინის გამოყენების პარალელურად, ყველამ საკუთარ თავს მიხედა, რაც ვილნიუსში მყოფმა ზელენსკიმაც იგრძნო.

 

„ეს სურათი, ცხადია, მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ, მეტყველებს იმაზე, როდესაც ყველა მიგატოვებს და მარტო რჩები, როცა ატყობ, რომ რეალურად გამოგიყენეს, თავად კი თავის თავს მიხედეს, პატივი სცეს, იჭუკჭუკეს, გაიცინეს, ერთმანეთი მიკითხ-მოიკითხეს და შემდგომი მხიარული შეხვედრაც დაგეგმეს... იარაღს კი მისცემენ, ალბათ რეზნიკოვს გაუხარდება ისევ, აკი აღნიშნა, უკრაინა შესანიშნავი პოლიგონიაო, სამხედრო მრეწველობის განვითარებას ეხმარებაო... ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ უმადურობის ფასი ალბათ იგრძნო სურათის გმირმა, სწორედ ამიტომ არის ეს სურათი ასეთი, ვიმეორებ, მხოლოდ ფოტოს არ ვგულისხმობ!“ - წერს ლევან  ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner