logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს
- +

12 ივლისი. 2023. 14:34

 

 

„ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს“, - წერს „ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, ზელენსკი იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყურება ყველასგან, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მიტოვებული ადამიანი.

 

„ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლის ღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს.

 

უკრაინისთვის გაწეული დახმარება, უფრო ევროპის თავის მართლებას ჰგავს - „რა ვქნათ, ვერაფერს ვცვლითო“...

 

აი, როგორ გამოიყურება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO-სა) და ყველასგან მიტოვებული ადამიანი.

 

დასანანია!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner