logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: NATO-ში ინტეგრაციის „ღია კარის პოლიტიკა“ ღიად რჩება - სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ NATO-ს წევრობა რეალურად აღიქვას
- +

12 ივლისი. 2023. 14:56

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს განცხადებით ეხმაურება.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ NATO-ს წევრობა რეალურად აღიქვას. „NATO-ში ინტეგრაციის „ღია კარის პოლიტიკა“ ღიად რჩება.

 

„სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ NATO-ს წევრობა რეალურად აღიქვას. ამაზე უკმაყოფილებას თავად ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებაც გამოთქვამს, რადგან მათთვისაც გასაკვირია შეთავაზებული პირობა, რომ „უკრაინას NATO-ში შეიყვანენ, თუკი ის რუსეთთან ომში გაიმარჯვებს”. როგორც ჩანს, ეს პირობა ჩვენზეც ვრცელდება და საჭირო იქნება ჩვენივე ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირების გზით, რის შემდეგაც შესაძლოა განიხილონ ჩვენი წევრობის საკითხი. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა, კიდევ უფრო სამწუხაროა რადიკალური ოპოზიციური ფლანგისეული აღქმები, თითქოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, რომელიც მას ჰქონდა და მხოლოდ საქართველო არ მიიღეს NATO-ში.

 

ეს პროცესები კიდევ უფრო ნათელს და უალტერნატივოს ხდის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას და რეალური პოლიტიკის წარმოების აუცილებლობას. სხვანაირად, შესაძლოა „ომში მონაწილეობაც არავინ დააფასოს, ან ჯილდო სიკვდილის შემდეგ მივიღოთ“. ამ შემთხვევაში საზეიმო მხოლოდ „პრაიდელებს“ დარჩებათ, რადგან პროტესტის გამომხატველიც აღარავინ იქნება. შესაძლოა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა მიზანიც სწორედ ეს იყოს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner