logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ერთ გამოხედვაში იგრძნობა ის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია „დიდი ბიძიების“ ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში
- +

12 ივლისი. 2023. 15:12

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზეა გადაღებული.

 

ქადაგიძის თქმით, ზელენსკის სახეზე მკაფიოდ იკითხება სამწუხარო რეალობა, რომელიც უკრაინის გარდა, ყველა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებაში გამოიხატება.

 

„როგორი ნიშანდობლივი ფოტოა…

 

ერთ გამოხედვაში იგრძნობა ის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია „დიდი ბიძიების“ ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში…

 

იყო დაპირებები, ქომაგობა, განცხადებები და ბოლოს ეს ყველაფერი ყველას სტრატეგიულ ინტერესებში დახურდავდა გარდა უკრაინისა, სადაც უკრაინას მხოლოდ ღია კარი, მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივა და ღმერთმა უწყის როგორი ხვალინდელი დღე ექნება…

 

სამწუხარო რეალობაა, რაც ზელენსკის სახეზეც მკაფიოდ იკითხება…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner