logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: ზელენსკის ომის დასრულებას კი არა, რუსეთთან ომის მოგებას სთხოვენ - უკრაინა ბოლომდე გაწირეს
- +

12 ივლისი. 2023. 16:34

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს განცხადებით ეხმაურება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, NATO-ს მხრიდან შეთავაზება, რეალურად კი, ბრძანება იმის შესახებ, რომ უკრაინას მხოლოდ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ მიიღებენ ალიანსში, არის მკვეთრი მესიჯი მსოფლიოსთვის, თუ რა დაუნდობელ ომს აწარმოებს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე.

 

„თუკი დღემდე რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების ერთ-ერთ მთავარ საკითხად მხარეებს შორის მოლაპარაკება განიხილებოდა, დღეს როგორც ჩანს, ეს აღარ განიხილება. ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ, ზელენსკის არა ომის დასრულება, არამედ, რუსეთთან ომის მოგება მოსთხოვეს.

 

NATO-ში არმიღების მიზეზი, რომ მარტო ომში მყოფი ქვეყანა ყოფილიყო, მაშინ მოთხოვნა ომის დასრულებაზე იქნებოდა. ახლა კი მოთხოვნა მხოლოდ რუსეთთან ომის მოგებაა, ანუ - საკუთარი მიზნის მიღწევა.

 

დასავლეთმა უკრაინას ურთულესი და თითქმის მიუღწეველი მისია დააკისრა. ის, რაც ვერ შეძლო დასავლეთმა დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სურს მიაღწიოს.

 

ზელენსკის უკან დასახევი არ დაუტოვეს, უკრაინა ბოლომდე გაწირეს. თითქოს კარგად შეფუთულ პოლიტიკურ თამაშებს მოსახლეობა უკვე ადვილად ხვდება. MAP-ის გარეშე NATO-ში მიღება მხოლოდ პოლიტიკური სატყუარაა უკრაინელი ხალხის გასაჩუმებლად. თუმცა, მეეჭვება განადგურებული ქვეყნის დარჩენილი მოსახლეობა ამას შეეგუოს.

 

NATO-ს მხრიდან შეთავაზება, რეალურად კი ბრძანება იმის შესახებ, რომ უკრაინას მხოლოდ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ მიიღებენ ალიანსში, არის მკვეთრი მესიჯი მსოფლიოსთვის, თუ რა დაუნდობელ ომს აწარმოებს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე. იმის გააზრებაც კი მაშინებს, თუ რა იქნებოდა იმავე მოთხოვნით საქართველოში.

 

დღეიდან ეს თემა სამხედრო ექსპერტებს აღარ ეკუთვნით. თავად NATO-მ ეს საკითხი სრულად პოლიტიზებული გახადა და ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომზე მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს თუ გავაკეთებთ. დაიწყო ახალი და ყველაზე საშიში ეტაპი - ბრძოლა ბოლომდე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner