logo_geo
eng_logo
ბათუმის ავტოტრანსპორტში ქალი მძღოლი დასაქმდა
- +

12 ივლისი. 2023. 17:17

 

 

ბათუმის ავტოტრანსპორტში ქალი მძღოლი დასაქმდა. დღეს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გადამზადებულ ავტობუსის მძღოლებს შეხვდნენ და ახალდასაქმებულ ქალ მძღოლს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

 

„ბათუმის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლი დასაქმდა, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გადამზადდა. ჩვენს ახალ თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას ახალი ტრანსპორტით. აღსანიშნავია, რომ წელს მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განვაახლეთ. ვიმედოვნებ, ქალი მძღოლის დასაქმების პრეცედენტი სხვა ქალბატონებისთვისაც იქნება მამოტივირებელი. მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას კი ვუსურვებ, ამ საპასუხისმგებლო სამსახურში, მეტი ქალი მძღოლის დასაქმებას“, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner