logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
- +

12 ივლისი. 2023. 20:21

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თობიას ლინდნერს შეხვდნენ.

მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიმართ დაწესებული ევროკავშირის სანქციების შესრულების კუთხით საქართველოსთან კარგ თანამშრომლობას.

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გერმანული მხარე მზად არის მაქსიმალური დახმარება აღმოგვიჩინოს ამ გზაზე. ამის დასტურია ვიზიტების სიმრავლე, რომელიც გვაქვს გერმანიის მხრიდან. ვხედავთ განსაკუთრებულ ინტერესს ორმხრივი კავშირების გაძლიერების კუთხით, რასაც დიდად ვაფასებთ “, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner